
Aral–ი მრავალი წელია წარმოადგენს ხარისხის სიმბოლოს გერმანული ავტომრეწველობის ბაზარზე. Aral–ი დაარსდა 1898 წელს ბენზოლის ნავთობგადამამუშავებელი მრეწველობის შუალედური პროდუქტის გაყიდვის მიზნით მას შემდეგ, რაც 1898 წლის 28 ნოემბერს გერმანიის ქალაქ ბოხუმში გაერთიანდა სამთო მრეწველობის 13 კომპანია, და ამ გაერთიანებას შემდგომში Aral Aktiengesellschaft & Co. KG ეწოდა. სახელწოდება Aral წარმოდგება ნავთობის პროდუქტების „არომატების“ (Ar) და „ალიფატების“ (al) პირველი ორი ასოს შეერთებით